Jacob & Co.-მ Bugatti Chiron-ის სტილის მაჯის საათი საათი წარმოადგინა, რომლის ფასი მილიონი დოლარია. ამის შესახებ Carbuzz-ის ვებგვერდი იტყობინება.
საათი ძვირფასი თვლებითაა შემკული და საფრანგეთის დროშის ფერებში უჩვეულო დიზაინი აქვს. ციფერბლატი აღჭურვილია W16 ძრავის მინიატიურული ვერსიით.
Bugatti Chiron Tourbillon Molsheim Edition-ო საფრანგეთის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ მოლშეიმს ეძღვნება, სადაც Bugatti დაარსდა.
აქსესუარი შემკულია 148 ლურჯი საფირონით, 45 თეთრი ბრილიანტით და 149 ლალით. ციფერბლატი მორთულია საფირონისა და ლალის მარკერებით, ხოლო წუთების შკალა მთლიანად ბრილიანტებითაა შევსებული.
Bugatti Chiron Tourbillon Molsheim Edition-ი 578 კომპონენტისგან შედგება. ის წყალგაუმტარია და მუშაობა 30 მეტრამდე სიღრმეზე შეუძლია.
საინტერესოა, რომ საათის შეძენა მხოლოდ Bugatti Chiron-ის ჰიპერკარის მფლობელებს შეუძლიათ. ის შეზღუდული რაოდენობით, სულ რამდენიმე ეგზემპლარად გამოვა.