ბრიუსელი ბელგიის პირველი რეგიონი გახდა, რომელმაც შოკოლადის დამზადების ტრადიციები ოფიციალურად შეიტანა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ბელგია შოკოლადის ექსპორტის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ინდუსტრია ამჟამად რთულ პერიოდს გადის: კაკაო, შაქარი და სხვა ინგრედიენტები ძვირდება. ახალმა სტატუსმა ხელი უნდა შეუწყოს ტრადიციების შენარჩუნებას და მწარმოებლების მხარდაჭერას.
ადგილობრივი შოკოლადის მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ ბელგიის სხვა რეგიონებიც ახლა მათ ხელობას ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებენ. მომავალში მათ ასევე სურთ ბელგიური შოკოლადის UNESCO-ს დონეზე აღიარების მიღწევა.