ბრიტანული National Grid–ი, რომელიც ფლობს ელექტროგადამცემ ხაზებს ინგლისსა და უელსში, 2026-2031 წლებში ელექტრო ქსელის განვითარებაში 35 მილიარდ ფუნტ სტერლინგის (44,5 მილიარდი დოლარი) ინვესტირებას აპირებს, წერს Financial Times.

თანხები მოხმარდება ქსელის შენარჩუნებასა და მოდერნიზებას, ასევე ახალი ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიერთებას.

კომპანიამ ეს გეგმები მარეგულირებელს წარუდგინა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობას 2030 წლისთვის ქვეყნის ელექტრომომარაგების სისტემის დეკარბონიზაცია სურს.

interfax