დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ Apple-ის შვილობილი კომპანია, ირლანდიაში დაფუძნებული Apple Distribution International Limited (ADI), რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო 390 000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.

„ეფლს“ ჯარიმა დაეკისრა ორი გადარიცხვის გამო, საერთო ჯამში, დაახლოებით 636 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, რომლებიც ADI-მ რუსულ სტრიმინგსერვის Okko-ს გადაუხადა 2022 წლის ივნისსა და ივლისში.

როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, Okko ეკუთვნის რუსულ კომპანია „ნოვიე ვაზმოჟნოსტის“, ხოლო 2022 წლის მაისამდე სერვისის მფლობელი იყო „სბერბანკი“.