ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს.

ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ვარშავაში ვიზიტისას გააკეთა. სტარმერმა დონალდ ტუსკთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა პოლონეთთან „ურღვევ ერთობას ნატო-სა და უკრაინის საკითხში“.

„როგორც ევროპის ორი უდიდესი სამხედრო ძალა, რომელთა ჯარები ერთად მსახურობენ აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისას, ჩვენ გვაქვს ურღვევი ერთობა ნატო-სთან და უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ ერთად ნათლად ვხედავთ, რომ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობამდე მისასვლელი გზა ძალაზე გადის, ძალაზე, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას უკრაინის პირობებით. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან ამ მიზნით, გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინა ახლა ყველაზე ძლიერ პოზიციაში ჩავაყენოთ და გარანტირებული იყოს, რომ უკრაინას შეეძლება საკუთარი თავის დაცვა და რუსეთის შეკავება მომავალში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

წუარო: 1 არხი