დიდი ბრიტანეთის მთავრობა აღარ არის NatWest-ის (ყოფილი Royal Bank of Scotland) უმსხვილესი აქციონერი  ბანკში თავისი წილის 5.93%-მდე შემცირების შემდეგ. 

ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock Inc. ამჟამად ფლობს ბანკის აქციების 6.4%-ს.

„ბანკის სრულ კერძო საკუთრებაში დაბრუნება – მიზანია, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ მთავრობასთან და რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს პასუხობს, - ნათქვამია NatWest-ის განცხადებაში. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც ფინანსთა სამინისტრომ მიაღწია“.

წყარო: Interfax