აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები "ყოველთვის აშშ-ს გვერდით იდგებიან" და დაამატა, რომ ორ სახელმწიფოს შორის კავშირი იმდენად ძლიერია, რომ მისი გაწყვეტა "ვერასდროს მოხდება".
ცნობისთვის, მანამდე ბრაზი და კრიტიკა მოჰყვა ტრამპის განცხადებას, რომ თითქოს ავღანეთში NATO-ს მოკავშირეების მიერ გაგზავნილი სამხედროები "ფრონტის ხაზებისგან ცოტათი უკან, მცირედით შორს რჩებოდნენ".
"გაერთიანებული სამეფოს დიდებული და ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის აშშ-ს გვერდით იქნებიან! ავღანეთში 457 მათგანი დაიღუპა, ბევრი მძიმედ დაიჭრა და ისინი ყველაზე დიდებულ მეომართა შორის იყვნენ. ეს ისეთი ძლიერი კავშირია, რომლის გაწყვეტაც ვერასდროს მოხდება. გაერთიანებული სამეფოს არმია, უდიდესი გულითა და სულით, არავის ჩამოუვარდება (აშშ-ს გარდა!). ჩვენ ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით!" - წერს ტრამპი.
საკამათო განცხადების გაკეთების შემდეგ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ტრამპის სიტყვები "შეურაცხმყოფელი და საშინელი" იყო, რის გამოც ბრიტანეთის პრემიერმა აშშ-ს პრეზიდენტს მობოდიშებისკენ მოუწოდა.