Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი 60 დოლარს ჩამოსცდა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ნავთობის მოხმარება შეამცირა.

Brent -ის ფასები გლობალურ ბაზარზე ფასების განსაზღვრისთვის ერთგვარ ორიენტირად გამოიყენება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას ნავთობის ფასების შემცირება ამერიკისთვის უპირატესობის მოსაპოვებლად სურს.

1tv.ge