ბრაზილიურმა ავიაკომპანია GOL Airlines-მა რიო-დე-ჟანეიროდან ლისაბონსა და პარიზში პირდაპირი რეისების დაწყება გამოაცხადა. 2001 წელს დაარსების დღიდან ავიაკომპანიას ევროპაში რეისები არ განუხორციელებია – ახალი მიმართულებები მისი ევროპული მარშრუტების ქსელში პირველი იქნება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აპირებს გააძლიეროს თავისი პოზიცია კონტინენტთაშორის ბაზარზე და გააფართოვოს თავისი ყოფნა აშშ-სა და ევროპაში.
ამჟამად, გადამზიდავი ძირითადად რეისებს ახორციელებს ლათინურ ამერიკაში და ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში.
რიო-დე-ჟანეიროდან ლისაბონში პირველი რეისი 2026 წლის 16 სექტემბერს არის დაგეგმილი. რეისები კვირაში ოთხჯერ შესრულდება.