ბრიტანულმა BP Plc-მ გამოაცხადა განახლებული სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის და გაზის მოპოვებაში ინვესტიციების გაზრდას, დაბალი ნახშირბადის ტექნოლოგიებში ინვესტიციებისადმი უფრო შერჩევითი მიდგომის პირობებში.
კომპანიამ უარი თქვა ნავთობისა და გაზის ოპერაციების შემცირების წინა გეგმებზე და დაჰპირდა წარმოების გაზრდას.
BP 2027 წლის ბოლომდე 20 მილიარდი დოლარის აქტივების გაყიდვას გეგმავს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ინვესტორების ღონისძიების წინ.