ამერიკულმა კომპანია Mondelez International-მა, მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა სურსათის მწარმოებელმა, მიმართა Hershey Co.-ს, ლიდერს აშშ-ში შოკოლადის მწარმოებლებს შორის, წინადადებით განიხილოს ორი კომპანიის გაერთიანების შესაძლებლობა - ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
შერწყმის შედეგად ბაზარზე შესაძლოა გამოჩნდეს კომპანია, დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლით. გარიგება თუ ის განხორციელდება შეიძლება რეკორდული გახდეს წელს და გადააჭარბოს Mars–ის მიერ Kellanova–ს 36 მილიარდ დოლარად შეძენას.