სინგაპური, ტოკიო და ჰონგ–კონგი აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში საქმიანი მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული ქალაქებია - ფრანკფურტი, ლონდონი და სან-ფრანცისკო ლიდერობენ კონტინენტთაშორისი მიმართულებების სიაში - ნათქვამია BCD–ის ანგარიშში Travel’s Cities & Trends 2025 Asia Pacific.

სინგაპურის სტრატეგიული მდებარეობა და განვითარებული ეკონომიკა ხსნის ქალაქის პოპულარობას ბიზნეს მოგზაურებს შორის. ამას ასევე ხელს უწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი, ავიაკომპანიების სამგზავრო გამტარუნარიანობის ზრდა და ავიაბილეთის ღირებულების შემცირება. 

სიაში მეორე ადგილზეა ტოკიო, შემდეგ მოდის ჰონგ კონგი და ბანგკოკი. ათეულში შემავალი სხვა ქალაქებია: კუალა ლუმპური, შანხაი, სეული, ტაიპეი, ჯაკარტა და სიდნეი.

ვრცლად buyingbusinesstravel–ზე