ბირთვული ენერგიის მთავარი მწარმოებელი აშშ-ია, რომელიც წელიწადში 772 ტერავატ ბირთვულ ენერგიას აწარმოებს საათში. 15 ქვეყნიდან მეოთხეა რუსეთი. სამეულშია ჩინეთი და საფრანგეთი. ამის შესახებ მონაცემებს Visual Capitalist აქვეყნებს.

რეიტინგში ქვეყნები თავმოყრილია ქვეყნების გლობალური ბირთვული ენერგიის წილით და მათ მიერ ბირთვული ენერგიის  მთლიანი მიწოდებით ტერავატ საათში (TWh).

აშშ-ის ბირთვული ენერგიის წარმოება ორჯერ მეტია ვიდრე ჩინეთი (მეორე ადგილზეა) და საფრანგეთი (მესამე ადგილზე) ერთად და მსოფლიოს გლობალური ბირთვული ენერგიის თითქმის 30%.

თუმცა, ბირთვული ენერგია ამერიკის ელექტროენერგიის მიწოდების მხოლოდ მეხუთედს შეადგენს. საფრანგეთი აშშ-ს ნახევარს აწარმოებს, მაგრამ ელექტროენერგიის მიწოდების 60% მოდის ატომურ სადგურებზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, თუ როგორ სწრაფად გაზარდა ჩინეთმა ბირთვული შესაძლებლობები ბოლო ათწლეულის განმავლობაში. 2016-დან 2021 წლამდე მან თავისი წილი გლობალური ბირთვული ენერგიის გამომუშავებაში 10%-დან 14%-მდე გაზარდა გაზარდა.

2022 წელს მსოფლიომ 2653 ტვტ/სთ ბირთვული ენერგია გამოიმუშავა, რაც გლობალური ელექტროენერგიის მიწოდების 9%-ს გამოიმუშავებს. 

ბირთვული ენერგიის მთავარი მწარმოებლების

თხუთმეტეული ასეთია: 

  • აშშ - 772 ტერავატი საათში - 29%; 
  • ჩინეთი - 383 ტერავატი საათში - 14%;
  • საფრანგეთი - 363 ტერავატი საათში - 14%;
  • რუსეთი - 208 ტერავატი საათში - 8%;
  • სამხრეთ კორეა - 150 ტერავატი საათში - 6%;
  • კანადა - 87 ტერავატი საათში - 3%;
  • უკრაინა - 81 ტერავატი საათში - 3%;
  • გერმანია - 65 ტერავატი საათში - 2%;
  • იაპონია - 61 ტერავატი საათში - 2%;
  • ესპანეთი - 54 ტერავატი საათში - 2%;
  • შვედეთი - 51 ტერავატი საათში - 2%;
  • ბელგია 48 ტერავატი საათში - 2%;
  • გაერთიანებული სამეფო - 42 ტერავატი საათში - 2%;
  • ინდოეთი - 40 ტერავატი საათში - 2%.
  • ჩეხეთი - 29 ტერავატ საათში - 1%;
  • სხვა ქვეყნები - 219 ტერავატ საათში - 8%.