იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება, ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია ის პრობლემები, რომელიც აქვს შექმნილი დღეს ევროკავშირს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
„ზოგადად, არის ერთი დიდი უსამართლობა, რომელიც ასახულია ამ დოკუმენტში. კონკრეტული დამახინჯებული ფაქტებია წარმოდგენილი ამ ანგარიშში, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ექნება თავისი შეფასება. ეს დოკუმენტი მთლიანობაში ასახავს იმ ტრაგიკულ მდგომარეობს, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში ზუსტად ამ ტრაგიკული მდგომარეობის, სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ეკონომიკა თუ იყო მსოფლიო ეკონომიკაში 30%, ახლა ეს არის ჩამოსული17,5%-მდე და წლიდან წლამდე მცირდება ეს წილი. არსებული ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია როგორც ეკონომიკური პრობლემები, ისე პოლიტიკური პრობლემები, რომელიც აქვს შექმნილი დღეს ევროკავშირს, სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ, სუვერენიტეტის დაკარგვის გამო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, იმედი გვაქვს, რომ შემობრუნდება. ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს, - განაცხადა პრემიერმა.
იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება - ირაკლი კობახიძე
ვენეციის კომისია - კანონმდებლობა ოპოზიციის არსებობას აფერხებს, გრანტებთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი სანქციები გადასახედია
მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
„რა თქმა უნდა, ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა“ – ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება – ირაკლი კობახიძე