ბრაზილიურმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Embraer SA-მ განაცხადა, რომ NetJets-თან 250-მდე Praetor 500 თვითმფრინავის მიწოდებაზე დადო ხელშეკრულება.
ტრანზაქციის მოცულობა 5 მილიარდ დოლარს აღემატება. გარდა თვითმფრინავების მიწოდებისა, ხელშეკრულება მოიცავს მათ ტექნიკურ მომსახურებას. თვითმფრინავების შეძენა 2025 წელს დაიწყება.
Embraer-ი 1969 წელს ბრაზილიის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა. კომპანია სპეციალიზებულია ბიზნეს-ჯეტებისა და მცირე რეგიონული თვითმფრინავების წარმოებაზე. ის ამ სეგმენტში Canadian Bombardier-ს უწევს კონკურენციას.
რაც შეეხება NetJets Inc.-ს, ის უორენ ბაფეტის საავიაციო ლიზინგის ინდუსტრიაში Berkshire Hathaway Inc-ის განყოფილებაა. კომპანია მსოფლიოში ლიდერია კორპორაციული თვითმფრინავების ლიზინგით. Berkshire Hathaway-მა NetJets Inc.-ი 1998 წელს შეიძინა. 2019 წელს NetJets-ის პროგრამამ 10-ზე მეტი სახის თვითმფრინავი შექმნა, რომელთა ფლოტის სიდიდე 750-ს აღემატებოდა.