სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2025 წლის იანვრიდან ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახადოს. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ AFP-ზე დაყრდნობით წერს.

ბელგრადის მერის ალექსანდარ საპიჩის თქმით, ქალაქში, სადაც 1,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მანქანების რაოდენობა 250 000-ით გაიზარდა.