ბელგიაში გუნდი გამოჩნდა, რომელიც საგანგებო სიტუაციებში ცხოველებს გადაარჩენს. ისინი დაეხმარებიან შინაურ ცხოველებს და პირუტყვს სტიქიური უბედურების დროს(წყალდიდობა, ხანძარი, კატასტროფები). ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

გუნდს აქვს მანქანები სხვადასხვა ზომის ცხოველების გადასაყვანად, სპეციალური აღჭურვილობა ცხენებისა და პირუტყვისთვის და ნავები წყალში ცხოველების გადასარჩენად.

სამაშველო ოპერაციების გარდა, გუნდი გადამზადებულ მოხალისეებს თავშესაფრებში გაგზავნის და ფულით დაეხმარება.

გუნდმა მუშაობა 2021 წელს დაიწყო ბელგიაში დიდი წყალდიდობის დროს, მაგრამ ბოლო დრომდე მას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა. ადრე ბელგიაში მხოლოდ ვეტერინარები უწევდნენ დახმარებას ცხოველებს გადაუდებელი შემთხვევების დროს.