„ბელარუსთან სასაზღვრო გადასასვლელების გახსნას პოლონეთი დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში გეგმავს“, - განუცხადა „პოლონეთის რადიოს“ მთავრობის სპიკერმა, ადამ შლაპკამ.

სასაზღვრო გადასასვლელების გახსნა, თავდაპირველად, უფრო ადრე იგეგმებოდა, მაგრამ ლიეტუვის მოთხოვნით გადაიდო.

ეს გადაწყვეტილება პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებმა 29 ოქტომბერს გამართული მოლაპარაკებების დროს მიიღეს.

პოლონეთის და ლიეტუვის პრემიერები, დონალდ ტასკი და ინგა რუგინიენე შეთანხმდნენ, რომ მათი ქვეყნები სასაზღვრო პოლიტიკის კოორდინირებას მოახდენენ. ბელარუსთან ლიეტუვის საზღვრები 30 ნოემბრამდე დაკეტილი დარჩება.

ამ შეთანხმებამდე ერთი დღით ადრე, 28 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა განაცხადა, რომ ბობროვნიკისა და კუზნიცას გადასასვლელები ნოემბრის ბოლოს გაიხსნება, ხოლო პოლოვცეს გადასასვლელი დახურული დარჩება.

ლიეტუვამ ბელარუსთან სახმელეთო საზღვარი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, დროებით მას შემდეგ ჩაკეტა, რაც მის საჰაერო სივრცეში კონტრაბანდული ბუშტების მონაწილეობით რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რამაც ვილნიუსის აეროპორტის დროებითი დახურვა გამოიწვია.

წყარო: 1 არხი