ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში „კეთილსინდისიერი ბიზნესმენების“ სიის შედგენა გადაწყვიტა, რაც მათ არასაჭირო შემოწმებისგან დაიცავს. ამის შესახებ რია ნოვოსტი იუწყება.
მისი თქმით, სიის შედგენის შემდეგ რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტს და საგადასახადო ორგანოებს ბიზნესის წარმომადგენლების შემოწმება სამ წელიწადში ერთხელ მოუწევთ.
ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო ბიზნესზე კონტროლის საკითხში აუცილებელია იმის გაგება, რომ თუ სახელმწიფო საწარმოებთან თანაბარ პირობებზეა საუბარი, მაშინ კონტროლიც მსგავსი უნდა იყოს.
ბელორუსის რესპუბლიკური ადვოკატთა ასოციაციის იურისტის, ელიზავეტა იარმოშის თქმით, თუ კომპანიას მიენიჭა უცხოური ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლობის სტატუსი, რუსული კომპანიები არ იღებენ 1995 წლის შეთანხმების გარანტიებს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების თავიდან აცილების შესახებ შემოსავლისა და ქონების გადასახადებთან დაკავშირებით“.