17 ივლისიდან, მალიბუში Barbie-ს ოცნების სახლი Airbnb-ზე ქირავდება. მსურველები ვარდისფერი სასახლის დაქირავებას ერთი დღით შეძლებენ. ამის შესახებ Variety წერს.

ოთახი 21 და 22 ივლისს, ორ პერსონაზე, ორი დღით ქირავდება. შერჩეული წყვილი ვარდისფერ სასახლეში ცხოვრებას უფასოდ შეძლებს. აქცია ფილმის მსოფლიო დისტრიბუციის დაწყებამდე ერთი თვით ადრეა დაგეგმილი.

ბარბის საოცნებო სახლს აქვს: საცურაო აუზი სლაიდით, სპორტული დარბაზი და გორგოლაჭებით სასრიალო მოედანი. სტუმრებს ექნებათ წვდომა კენის გარდერობზე, ისწავლიან ცეკვას გარე საცეკვაო მოედანზე, მოაწყობენ სანაპიროზე წვეულებას და მიიღებენ ექსკლუზიურ სამახსოვრო საჩუქრებს.


გრეტა გერვიგისა და ნოა ბაუმბახის ფილმი Barbie, რომელშიც მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი თამაშობენ, მოგვითხრობს კენისა და ბარბის თავგადასავალსა და პრობლემებზე, მათ შორის - დაპატიმრებები, სექსუალური შევიწროება, სირთულეები სამსახურში და ა.შ.

მარგო რობის რაიან გოსლინგის გარდა, მაყურებელი ეკრანებზე იხილავს დუა ლიპას, ჰელენ მირენს, კონორ სვინდელსს, უილ ფერელის, ემა მაკკეის და მრავალ სხვა ცნობილ მსახიობსა და ვარსკვლავს. მსოფლიო პრემიერა 2023 წლის 21 ივლისს შედგება.