ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი 2025 წლის თებერვლისთვის რუსულ ენერგომომარაგების ქსელებს გამოეყოფიან და კონტინენტური ევროპის ქსელებთან სინქრონიზაციას მოახდენენ. ეს გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის ოპერატორებმა 2 აგვისტოს გამოაცხადეს.

იმის შესახებ, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ასეთი ნაბიჯისთვის ემზადებოდნენ, ადრე ინტერნეტგამოცემა Delfi-მ დაწერა.

როგორც სამინისტრომ განმარტა, გადაწყვეტილება  "რეგიონში გეოპოლიტიკური უსაფრთხოების შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, უკრაინის ომის კონტექსტში" მიიღეს და ეს "ადასტურებს ბალტიისპირეთის ქვეყნების ერთიანობას საერთო ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევის მიზნებში."