ინდონეზიაში, ბალის პროვინციის მთავრობამ კუნძულზე დამსვენებელი უცხოელი ტურისტებისთვის ახალი წესები გამოსცა. ისინი ძირითადად ეხება ტურისტების ჩაცმულობას და ქცევას რელიგიური ძეგლებისა და რიტუალების, ასევე საზოგადოებრივი ადგილების მონახულებისას.

დოკუმენტის მიხედვით, თითოეულ ტურისტს თან უნდა ახლდეს ლიცენზირებული ადგილობრივი გიდი, რომელიც კარგად ერკვევა ეკოლოგიაში, ბალის ტრადიციებსა და კულტურულ ისტორიაში. მოსალოდნელია, რომ ეს შეამცირებს არასათანადო ქცევის შემთხვევებს.

მთავრობა ასევე აწესებს სავალდებულო ტურისტულ გადასახადს 150,000 რუპი (დაახლოებით 9 აშშ დოლარი), რომლის გადახდა შესაძლებელია ბალიში ჩასვლისთანავე. გადასახადი მიზნად ისახავს ბუნების შენარჩუნებას და ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას.

წყარო: 34travel