92 წლის უორენ ბაფეტმა 4,6 მილიარდი დოლარის ღირებულების Berkshire-ის აქციები ქველმოქმედებისთვის გაიღო. დაახლოებით 20 წლის წინ მილიარდერმა პირობა დადო, რომ მთელ თავის ფასიან ქაღალდებს საინვესტიციო კომპანიას გადასცემდა და ეს გეგმა 54%-ით უკვე შეასრულა. მისი დარჩენილი ფასიანი ქაღალდების ღირებულება 112 მილიარდი დოლარია, ამის შესახებ საინვესტიციო კომპანიის განცხადებაში ნათქვამია. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
აქციები გადაეცა ხუთ საქველმოქმედო ფონდს: 3,6 მლრდ დოლარის - გეიტსის ფონდს, რომელიც მილიარდერმა ბილ გეიტსმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ მელინდამ დააარსეს და კიდევ 1 მილიარდი დოლარი გაინაწილა ოთხმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელსაც ბაფეტის სამი შვილი მართავდა.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დახურვისთვის 21 ივნისს, Berkshire Hathaway B კლასის აქციები 0,02%-ით დაეცა, 21 ივნისს პრემარკეტზე - 0,12%-ით და 338,19 დოლარი შეადგინა.
Berkshire Hathaway-ის A კლასის აქციები 0.10%-ით გაიზარდა და 21 ივნისს $515,515-ით დაიხურა.
ბაფეტის წმინდა ქონება რეალურ დროში, Forbes Real-Time-ის მიხედვით, 118,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის Forbes-ის მილიარდერთა გლობალურ რეიტინგში მეექვსე ადგილზეა.
92 წლის ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აქციების წლიური შემოწირულება ამ 5 ორგანიზაციაში 2006 წელს დაიწყო, როდესაც მან პირობა დადო, რომ საინვესტიციო კომპანიაში ყველა წილს დათმობდა, რომელიც მისი ქონების 98%-ზე მეტს შეადგენდა.
2006 წლის ივნისში ბაფეტი ფლობდა A კლასის 474,998 აქციას, რომელიც იმ დროისთვის 43 მლრდ დოლარს შეადგენდა. ახლა, ბოლო შემოწირულების გათვალისწინებით, მას 218,287 აქცია აქვს, საერთო ჯამში 112 მლრდ დოლარი. ამრიგად, მილიარდერმა Berkshire Hathaway-ის წილის 54% უკვე ქველმოქმედებას მოახმარა.