აზოვის ზღვაში  იესკის მახლობლად რუსულმა თავდამსხმელმა თვითმფრინავმა სუ-25-მა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, გავრცელებული ცნობით პილოტმა მოასწრო კატაპულტირება, თუმცა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.  იუწყება კრასნოდარის ტერიტორიის ოპერატიული შტაბი ტელეგრამის არხზე.

„პილოტი მაშველებმა გადაარჩინეს და გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად ადგილზე თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურების სპეციალისტები მუშაობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

TASS წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პილოტი  რეანიმაციაში იმყოფება.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა იყოს