აზერბაიჯანიდან ახალი ნავთობპროდუქტების შემოსვლის გამო სომხეთში ბენზინის ფასების შემცირებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა განაცხადა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების შეტანის გამო ქვეყანაში ლიტრი საწვავი დაახლოებით 80 დრამით (0.21 აშშ დოლარი) შემცირდება.

პაპოიანმა ასევე აღნიშნა, რომ გზაშია 7 600 ტონა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტები, რომელთაგან 6 100 ტონა ბენზინია და 1 500 ტონა – დიზელი.

2025 წელს სომხეთში აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით 1 210 ტონა აზერბაიჯანული ბენზინი შევიდა.

1tv.ge