აზერბაიჯანის ერთ-ერთი მიზანი ხელოვნური ინტელექტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების რეგიონულ ცენტრად გადაქცევაა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„მჯერა, რომ ამის პოტენციალი გვაქვს,” - თქვა ალიევმა.

მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანი პარტნიორებთან ერთად მონაცემთა ცენტრების შექმნაზე მუშაობს. ის მთავარ პარტნიორებად ამერიკულ კომპანიებს მიიჩნევს.