გერმანულმა მედიაჯგუფმა Axel Springer-მა ბრიტანული მედიაჯგუფ Telegraph Media Group-ის ყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ პრესრელიზში.
Telegraph Media-ს ღირებულება 575 მილიონ ფუნტ სტერლინგს (766 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. გარიგების თანხის გადახდა მთლიანად ნაღდი ფულით მოხდება, ამასთან მას დასჭირდება დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან თანხმობის მიღება.