ავსტრალიის ოთხი უმსხვილესი ბანკიდან ერთ-ერთი, Westpac Banking, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ პერსონალის შემცირებას გეგმავს, იტყობინება Australian Financial Review ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

წყაროების ცნობით, ბანკი უახლოეს თვეებში თანამშრომლების დაახლოებით 5%-ის, ანუ დაახლოებით 1700 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს.

პერსონალის შემცირება გეგმა Unite-ის ნაწილი იქნება, რომელიც ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი მილერმა წარმოადგინა და რომლის მიზანია ბანკის ბიზნეს ტრუქტურის გამარტივება. მილერმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დაიკავა. გასულ ფინანსურ წელს, რომელიც მარტში დასრულდა, ბანკმა უკვე გაათავისუფლა დაახლოებით 900 თანამშრომელი.

წყარო: Interfax