CNN-ის ინფორმაციით, ავსტრალიელი მილიარდერი, კლაივ პალმერი ტიტანიკის ხელახლა შექმნას გეგმავს. ეს მისი მესამე მცდელობაა, განახორციელოს პროექტი.
იდეა ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა, მაგრამ პალმერმა მაშინ პროექტი სერიოზულად არ მიიღო. მეორე მცდელობა პანდემიის გამო ჩაიშალა. ახლა, როცა შეზღუდვები აღარ არის, მილიარდერი კვლავ დაუბრუნდა პროექტს.
პალმერი ლაინერის მშენებლობის დაწყებას 2025 წლის ზამთარში გეგმავს, ხოლო ზღვაში 2027 წელს გავა.
„მილიონობით ადამიანი ოცნებობს იმაზე, რომ იმგზავროს და იმოგზაუროს გემით, იხილოს სხვადასხვა პორტები და შეიგრძნოს მისი განუმეორებელი დიდებულება. Titanic II იქნება ადგილი, სადაც ეს ოცნებები ახდება“, – ამბობს პალმერი.
Titanic II ოდნავ უფრო დიდი იქნება ვიდრე მისი წინამორბედი. ის 2345-მდე ადამიანის განთავსებას შეძლებს.