ავღანეთსა და პაკისტანს შორის შეტაკებები უკვე ერთ კვირაა გრძელდება. გაერომ განაცხადა, რომ კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი 100 000-ს აჭარბებს.

საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში პაკისტანმა საჰაერო იერიშები მიიტანა ავღანეთში თალიბანის სამთავრობო ობიექტებზე, მათ შორის ბაგრამის ავიაბაზაზე, რომელიც დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ასევე, ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 მარტს განაცხადა, რომ თალიბანის ძალებმა პაკისტანის სამხედრო ობიექტებს 2 600-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ ორ ათეულზე მეტ ადგილას დაარტყეს, გაანადგურეს 14 პოსტი და ჩამოაგდეს ერთი დრონი.

მათივე თქმით, ღამის ბრძოლების დროს დაიღუპა შვიდი ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქე და სამი თალიბანის მებრძოლი.

ცნობისთის, რამდენიმე ქვეყანამ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა, მათ შორის ბოლოს თურქეთმა, თუმცა ირანში მიმდინარე აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციამ სპარსეთის ყურის ბევრი ქვეყნისთვის, რომლებიც მანამდე შუამავლობისთვის მზად იყვნენ, ყურადღება საკუთარ თავდაცვაზე გადატანა.

პაკისტანის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დასასრულებლად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

"სასაუბრო არაფერია. არ იქნება არც დიალოგი და არც მოლაპარაკებები... ავღანეთიდან მომდინარე ტერორიზმი უნდა დასრულდეს - ეს ავღანეთის პრობლემაა. პაკისტანის პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების დაცვაა" - უთხრა მან სახელმწიფო ტელეარხ Pakistan TV-ს.

tabula.ge