მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საჰაერო ტვირთების ოპერატორმა, ამერიკულმა Atlas Air Worldwide Holdings Inc.-მა, ბიზნესის შემდგომი გაფართოების გეგმის ფარგლებში, ახალი თვითმფრინავების ყველაზე დიდი შეკვეთის შესახებ განაცხადა.

ავიაკომპანია Airbus-ისგან 20 A350 სატვირთო თვითმფრინავს შეიძენს, კიდევ 20-ის შეძენის ოფციით, განუცხადა Bloomberg-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სტინმა.

სტინმა განაცხადა ავიაკომპანიის მომსახურებაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნის არსებობის შესახებ რაც მეტ თვითმფრინავს მოითხოვს. „ეს შეკვეთა ატლასს ნამდვილად უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“, - დასძინა მან.

ვრცლად interfax – ზე