ათენის საერთაშორისო აეროპორტში მიმავალ ან იქიდან მომავალ მგზავრებს თითქმის გარდაუვალად ექნებათ შეფერხებები, საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერებმა საათში ფრენების რაოდენობა შეზღუდეს.

გასულ პარასკევს, აეროპორტის საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერებმა განაცხადეს, რომ დიდი დატვირთვის გამო, აეროპორტში აფრენა-დაფრენის რაოდენობას შეზღუდავდნენ. მათი თქმით, ახლა საათში სულ 28 ჩაფრენის მომსახურებას შეძლებენ, ზაფხულის სეზონზე პიკური მაჩვენებელი 36 იყო.

პრაქტიკაში, ეს თითოეული ფრენის დროს 20 წუთიდან 2-3 საათამდე დაგვიანებას იწვევს.

ვრცლად euronews – ზე