ავტომწარმოებელმა Aston Martin-მა ახალი სპორტული მანქანა Aston Martin Vantage 2025 წარმოადგინა. ამის შესახებ CarBuzz იუწყება.

ავტომობილი აღჭურვილია 4-ლიტრიანი AMG V8 ძრავა 656 ცხენის ძალით, რაც 153 ცხენის ძალით მეტია მანქანის წინა მოდელზე.

სულ რაღაც 3,4 წამში სპორტული ავტომობილი 0-დან 96 კმ/სთ-მდე ააჩქარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ს არ აღემატება.

კომპანიამ 8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია მოამზადა 2025 წლის Aston Martin Vantage-ის მძღოლებისთვის. ასევე მანქანაში ჩაშენებულია 26 სმ სენსორული ეკრანი, რომელსაც შეუძლია Android-თან და iOS-თან დაკავშირება.

2025 წლის Aston Martin Vantage-ის წარმოება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაიწყება, მაგრამ მიწოდება მოსალოდნელი 2024 წლის მეორე კვარტალში დაიწყოს.

სპორტული მანქანის ფასი ჯერჯერობით უცნობია.