რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით, გასულ წლებში ეკონომიკური აქტივობის გადახურების შემდეგ, ამჯერად რუსეთის ეკონომიკაა რეცესიის ზღვარზეა და "შესაძლოა იმაზე მეტად გაცივდეს, ვიდრე საჭიროა."

ამის შესახებ მაქსიმ რეშეტნიკოვმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა - დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი. 

  • "ციფრების მიხედვით, ჩვენ უკვე ვხედავთ ეკონომიკური აქტივობის მკვეთრ კლებას, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ციფრები სინამდვილეში უკანა ხედვის სარკეა. ბიზნესის ამჟამინდელი შეფასებით და სტატისტიკური ინდიკატორებით ჩვენ უკვე რეცესიის ზღვარზე ვართ"- განაცხადა რეშეტნიკოვმა. 

  • დამაზუსტებელ კითხვაზე - "გარდაუვალია თუ არა განგრძობადი რეცესია?" - რეშეტნიკოვი პასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებებზე. 

ვრცლად: რეალპოლიტიკა