2025 წლის თებერვალში, ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ არსებობდა 3,1-პროცენტიანი რისკი იმისა, რომ 2032 წელს ჩვენს პლანეტას ასტეროიდი 2024 YR4 შეეჯახოს.

შეჯახების რისკი ახლა 4,3 პროცენტამდე გაიზარდა, მაგრამ არა დედამიწასთან, არამედ მთვარესთან.

რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი დიდად მაღალი არაა, მაგრამ მაინც ამაღელვებელია. ეს შეჯახება მთვარეს ვერ გაანადგურებს და ვერც მის ორბიტაზე მოახდენს რაიმე გავლენას, თუმცა, სამეცნიერო თვალსაზრისით საინტერესო იქნება მოზრდილი კრატერის წარმოქმნის პროცესის ნახვა.

2024 YR4-ის ტრაექტორიის თავდაპირველი გათვლები მიუთითებდა, რომ დედამიწას შეიძლებოდა შესჯახებოდა 2032 წლის დეკემბერში. რისკი დიდი არ იყო, მაგრამ 3,1-პროცენტი მაინც საგანგაშოდ მაღალია მოვლენისთვის, რომელსაც ქალაქის განადგურება შეუძლია. ასტეროიდის სიგრძე 53-დან 67 მეტრამდეა, ანუ, დაახლოებით იმ ასტეროიდის ზომის, რომელმაც 1908 წელს ტუნგუსკა გაანადგურა.

საბედნიეროდ, რისკმა მალე დაიწია სულ რაღაც პროცენტის მეასედებამდე, საბოლოოდ კი 2024 YR4-ის დედამიწაზე დაცემის შესაძლებლობა სრულად გამოირიცხა.

თუმცა, არ გაუმართლა მთვარეს — მასთან შეჯახების რისკი 3,8 პროცენტამდე გაიზარდა.

ვრცლად პირველ არხზე