2023 წელს აშშ-ში საერთაშორისო სტუდენტები ძირითადად აზიიდან იყვნენ. ევროპელები რეიტინგში საშუალოდ 0.6%-ს შეადგენენ. სამეულში ლიდერობს ჩინეთი 289 526 სტუდენტით. მას მოსდევს ინდოეთი (268 923) და სამხრეთ კორეა (43 847).

ამის შესახებ ბიზნეს და ეკონომიკური ვებსაიტი Vgraphs წერს.

ათეულში მხოლოდ 2 არა აზიური ქვეყანაა - კანადა და ბრაზილია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებიდან ოცეულში მოხვდა თურქეთი 8657 სტუდენტით აშშ-ში და 3 ევროპული ქვეყნის სტუდენტები - დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

აშშ-ში საერთაშორისო სტუდენტების ოცეული ასეთია:

ჩინეთი 289 526 სტუდენტი; 

ინდოეთი - 268 923;

სამხრეთ კორეა - 43 847;

კანადა - 27 876;

ვიეტნამი  -21 900;

ტაივანი - 21 837;

ნიგერია  - 17 640;

იაპონია - 16 054;

ბრაზილია - 16 025;

საუდის არაბეთი - 15 989;

ნეპალი - 15 090;

მექსიკა - 14 541;

ბანგლადეში - 13 563;

ირანი - 10 812;

დიდი ბრიტანეთი - 10 659;

პაკისტანი - 10 164;

გერმანია - 9 751;

კოლუმბია - 9 096;

თურქეთი - 8 657;

საფრანგეთი - 8 552.