შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში ოჯახში ძალადობის 1053 შემთხვევა დაფიქსირდა.

პირველ კვარტალში, სულ რეგისტრირებულია 13 932 დანაშაული, საიდანაც გახსნილია 58.7% (8 178). რეგისტრირებული დანაშაულის 7.5% მოდის ოჯახში ძალადობაზე. 

შსს-ს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, აღნიშნული 1053 შემთხვევიდან, გახსნილია 769 (73.03%).

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები 22-ით გაიზარდა ( 2023 წლის იანვარ-მარტში ოჯახში ძალადობის 1031 ფაქტი დაფიქსირდა). ასევე, გაზრდილია რეგისტრირებული დანაშაულის  ზოგადი სტატისტიკაც. 

თუ 2023 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებული იყო 13 151 დანაშაული, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში, ეს რიცხვი 781-ით გაიზარდა და 13 932 შეადგინა.