Starbucks ასრულებს თავისი პირველი ყავის მაღაზიის მშენებლობას, რომელიც შეიქმნა 3D ბეჭდვის გამოყენებით, იტყობინება Dezeen.
დაახლოებით 130 კვ.მ. ობიექტი მდებარეობს ბრაუნსვილში, ტეხასის შტატში და იმუშავებს ფანჯრიდან მომსახურების პრინციპით. მას არ ექნება ვიზიტორთა დარბაზი. გახსნა 28 აპრილს არის დაგეგმილი.
პროექტი გერმანულ კომპანია Peri 3D Construction-თან ერთად ხორციელდება.