სა­უ­დის არა­ბეთ­ში, აშშ-სა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და.

“რია ნო­ვოს­ტის“ ცნო­ბით, სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ ერ-რი­ად­ში ამე­რი­კულ და რუ­სულ მხა­რე­ებს შო­რის მოლაპარა­კე­ბე­ბი 12 სა­ათ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ მხა­რე­ე­ბი შეხ­ვედ­რის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას 25 მარტს გა­მო­აქ­ვეყ­ნებენ.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­სა­ხებ პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა თეთრმა სახ­ლმაც.

რო­გორც Reuters-ს წერს, თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მათ გა­ნუ­ცხა­და რომ მხა­რე­ებს შო­რის პროგ­რე­სი მიღ­წე­უ­ლია და "უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია პო­ზი­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი“.

themoscowtimes -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­მარ­თულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცია ცდი­ლობ­და აშშ-სთან გა­ნე­ხი­ლა უკ­რა­ი­ნის ოთხი რე­გი­ო­ნის - დო­ნეც­კის, ლუ­განსკის, ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­კი­თხი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის პო­ზი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ეს მათი მი­წე­ბია.

"არ არ­სე­ბობს რე­გი­ო­ნე­ბის ჩვენ­გან გა­მი­ჯვნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი. ჩვენ გვჭირ­დე­ბა მთლი­ა­ნი ზა­პო­რო­ჟიე და ხერ­სო­ნი. ან ტრამ­პი მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, რომ მათ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­ტო­ვონ - ან გვე­ტყვი­ან: "შე­დით ხან­გრძლივ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნეთ სამ­ხედ­რო ძალა კონ­ტრო­ლის და­სამ­ყა­რებ­ლად. ეს ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ცუდი ვა­რი­ან­ტია“, - წერს გა­მო­ცე­მა რუ­სულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

მის­ვე თქმით, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით, რუ­სეთს შე­უძ­ლია უკ­რა­ი­ნის სხვა რე­გი­ო­ნე­ბის, მა­გა­ლი­თად: დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ან სუ­მის “ხელ­ში ჩაგ­დე­ბა“, შემ­დეგ კი მათ ხერ­სონ­სა და ზა­პო­რო­ჟი­ე­ში გაც­ვლას შეს­თა­ვა­ზებს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მოს­კოვს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი და უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი, სერ­გეი ბე­სე­და, ხოლო ვა­შინგტონს თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს უფ­რო­სი დი­რექ­ტო­რი, ენ­დრიუ პიკი და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, მა­იკლ ენ­ტო­ნი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

მა­ნამ­დე კრემლში გა­ნა­ცხა­დეს, შეხ­ვედ­რის გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა შავი ზღვის ინი­ცი­ა­ტი­ვის, კერ­ძოდ გე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი იყო.

www.ambebi.ge