ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, აშშ-ისრაელის თავდასხმა ირანზე მიუღებელია და სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს.

მისი თქმით, ჩინეთი გმობს „სუვერენული ლიდერის აშკარა მკვლელობას და რეჟიმის შეცვლის წაქეზებას“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, პეკინი ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ „ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება შესაძლოა სახიფათო უფსკრულში აღმოჩნდეს“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის და ისრაელის ქმედებები „არღვევს საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს“. მისი თქმით, ჩინეთის პოზიციაა სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდება.

www.interpressnews.ge