JPMorgan Chase ყიდულობს First Republic Bank-ის აქტივების უმეტესობას მას შემდეგ, რაც აშშ-ს უმსხვილესი ბანკის საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა.
JPMorgan Chase-ში აღნიშნავენ, რომ ისინი შეიძენენ „აქტივების მნიშვნელოვან უმრავლესობას“ და დეპოზიტებს.
„ამ ტრანზაქციის განხორციელებით, JPMorgan Chase მხარს უჭერს აშშ-ს ფინანსური სისტემის სიმტკიცეს“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ამერიკული რეგულატორები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ გარიგება First Republic Bank–ის გაყიდვაზე.
First Republic-ის საბაზრო ღირებულება $40 მილიარდიდან $557 მილიონამდე დაეცა, ბანკის აქციების ფასი კი თითქმის 50%–ით დავარდა.