აშშ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული დამატებითი სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ თავდასხმების ფონზე ნავთობის გლობალური მიწოდების გაზრდისთვის, შესაძლოა, აშშ-მა „რუსულ ნავთობზე სანქციები მოხსნას“.
„ჩვენ სხვა რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნა შეგვიძლია. ხაზინას კიდევ სხვა რამის გაკეთებაც შეუძლია: წყლებში სანქცირებული ასობით მილიონი ბარელი ნედლი ნავთობია. მათზე სანქციების მოხსნა შეგვიძლია. ჩვენ ამას განვიხილავთ“, - განაცხადა ბესენტმა.