აშშ ონლაინ პორტალს ქმნის, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობას მათი მთავრობების მიერ აკრძალულ ინფორმაციასა და მასალებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ონლაინ პორტალის შექმნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტს საჯარო დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სარა როჯერსი ხელმძღვანელობს, ხოლო ონლაინ პორტალი freedom.gov-ზე განთავსდება.

პროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ „ციფრული თავისუფლება სახელმწიფო დეპარტამენტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს“.

www.interpressnews.ge