აშშ-მა სანქციები 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციებს დაუწესა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის სხვადასხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობებზე წვდომის შეზღუდვას, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ახალი ზომები ასევე მიზნად ისახავს შეამციროს რუსეთის შემოსავლები ლითონებისა და სამთო სექტორიდან, შეარყიოს მისი მომავალი ენერგეტიკული შესაძლებლობები და შეამციროს რუსეთის წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე“, – ნათქვამია ხაზინის განცხადებაში.

„დღევანდელი ქმედებები არის ჩვენი მცდელობების კიდევ ერთ ნაბიჯი, შევზღუდოთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, მისი ხელმისაწვდომობა ბრძოლის ველზე მომარაგებაზე და მისი ეკონომიკა“, – თქვა ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეეომ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები დაუწესეს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეს, იონგ ჰიოკ რიმის, რომელიც დაკავშირებული იყო ევგენი პრიგოჟინთან, ვაგნერის დაქირავებული ორგანიზაციის ლიდერთან, რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დახმარებისთვის.

სანქციები შეეხო ასევე ორ კერძო რუსულ სამხედრო კომპანიას, მათ შორის „ოხრანას“, რომელიც კრემლის მიერ კონტროლირებად „გაზპრომის“ კომპანიას ეკუთნის.

რუსეთის საელჩოს სანქციებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.