აშშ-მა გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ ბრძოლის ველზე ისტორიული და აბსოლუტური გამარჯვება იყო“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, ირანი აშშ-ს „ცეცხლის შეწყვეტას შეევედრა“.

„ირანს რაკეტებისა და რაკეტების გამშვები დანადგარების, ასევე, დრონების აწყობა აღარ შეუძლია. მათი ქარხნები მიწასთან არის გასწორებული“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ასევე, ჰეგსეტის განცხადებით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ თავისი საბრძოლო შესაძლებლობების 10%-ზე ნაკლები გამოიყენა.

„დანარჩენმა მსოფლიომ და ჩვენმა ე.წ. მოკავშირეებმა დაინახეს, თუ როგორია ნამდვილი შესაძლებლობები. მათ ეს მხედველობაში უნდა მიიღონ“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

www.interpressnews.ge