ამსტერდამში სტუდენტებმა გამოცდებისთვის მომზადების პერიოდში კლასიკური მუსიკის მოსმენა დაიწყეს – და არა სახლში.
ისინი მეცადინეობისთვის მიდიან კონცერტგებაუს საკონცერტო დარბაზის ისტორიულ შენობაში, ხოლო მათთვის ნიდერლანდების სამეფო ორკესტრის მუსიკოსები უკრავენ. ასეთი კონცერტების იდეა Entree-ს – კონცერტგებაუს ახალგაზრდული ასოციაციის ინიციატივით გაჩნდა. მას არა მხოლოდ სტუდენტების მხარდაჭერა სურს გამოცდების პერიოდში, არამედ მათში კლასიკური მუსიკის სიყვარულის ჩანერგვაც სურს.
როგორც კონცერტგებაუში ამბობენ, დღეს მათ მოსასმენად ზრდასრული აუდიტორია - 35 წლის და უფროსი ასაკის - პუბლიკა მიდის.
„მუსიკალური“ სასწავლო სესიები უკვე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ბევრი სტუდენტი რეგულარულად მიდის საკონცერტო დარბაზში გამოცდებისთვის მოსამზადებლად და სადიპლომო ნაშრომების დასაწერად.