ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არამეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და გაშავებული კომპანიების ჩამონათვალში დამატებით 80-ზე მეტი სუბიექტი შეიყვანა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სიაში ყველაზე მეტი, 50 ჩინური კომპანია მოხვდა.

კომპანიებს, რომლებიც ამ სიაში ხვდებიან აშშ-ის ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშად თვლის და ამერიკულ კომპანიებს მათთან ვაჭრობას უკრძალავს.

დასანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ საწარმოები ტაივანიდან, ირანიდან, პაკისტანიდან, სამხრეთ აფრიკიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან.