ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ტანკერები Era და Lileo, რომლებიც 2026 წლის დასაწყისში ვენესუელური ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დროს ჩამოართვეს, ჯართად გაყიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს ინდუსტრიულმა გამოცემა Lloyd's List-მა გაავრცელა.
ტანკერი Era (წინა დასახელებები Marinera და Bella 1) ისლანდიის სამხრეთით, ატლანტის ოკეანეში ხანგრძლივი დევნის შემდეგ დააკავეს. აშშ-ის განცხადებით, გემი ვენესუელასა და ირანიდან სანქცირებული ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა.
გემი Lileo (წინა დასახელებები Galileo და Veronica) ასევე რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი, აშშ–მა კარიბის ზღვაში დააკავა. რუსეთთან კავშირების გამო, ის აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.
2026 წლის ივლისში ორივე ტანკერი დუბაიში დაფუძნებულ კომპანია „Global Marketing Systems“-ს (GMS) მიჰყიდეს, რომელიც ძველი გემების უტილიზაციაზე სპეციალიზებული კომპანიაა. მათი გამოყენება აღარ იგეგმება და დემონტაჟისთვის ინდოეთში იგზავნება.