„ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელი გერმანე ჭელიძე აცხადებს, რომ თბილისის მერიასთან ტურისტული ავტობუსების გაჩერებების საკითხზე კომუნიკაცია დაწყებულია.

როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, ჯერჯერობით საუბარი საწყის ეტაპზეა და კომპანიის შეთავაზება 3-4 გაჩერების გაკეთებას ეხება.

"გვქონდა შეხვედრა მერიაში. მოგეხსენებათ, ახლა რუსთაველი გადაკეტილია. ჩვენ შევიტანეთ საპილოტე - ხომ არ გავაკეთოთ ვთქვათ, 3 გაჩერება ან 4 და ეს დამუშავების პროცესშია. ველოდებით, როგორ წავა ჩვენი მიმართულებით",- ამბობს გერმანე ჭელიძე.

ვრცლად bm.ge - ზე