უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე მისცა ვადა.
მისი თქმით, თუ მხარეები ამ ვადაში ვერ შეთანხმდებიან, ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ორივე მხარეზე ზეწოლას მოახდენს, რათა შეთანხმება ამ ვადაში შედგეს.
"ამერიკელები მხარეებს სთავაზობენ, რომ ომი ამ ზაფხულის დასაწყისამდე დასრულდეს და სავარაუდოდ, ზუსტად ამ გრაფიკის შესაბამისად მოახდენენ ზეწოლას მხარეებზე" - თქვა ზელენსკიმ პარასკევს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზელენსკის თქმით, აშშ-მ მხარეებს სამმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა მომავალ კვირას მათ ქვეყანაში, სავარაუდოდ მაიამიში, პირველად შესთავაზა. "ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მონაწილეობა" - დაამატა მან.